მცხეთა თბილისელი და სანქტ-პეტერბურგელი მოზარდების ერთობლივ სპექტაკლს უმასპინძლებს

4 მაისს, 18:00 საათზე, მცხეთის სკვერში გაიმართება სპექტაკლი „ჩვენ შეგვიძლია”. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ერთმოქმედებიანი სპექტაკლი თბილისელი და სანქტ-პეტერბურგელი მოზარდების ერთობლივი ნამუშევარია.
თბილისი – მოზარდთა და ბავშვთა ფოლკლორული ცენტრი „მართვე“, მოზარდთა თეატრი „თეატრალი“. ხელმძღვანელი: ლაშა გოგნიაშვილი;
სანქტ-პეტერბურგი – მოზარდთა თეატრალური სტუდია „სჩასტლივაია დალინა“. ხელმძღვანელი: გალინა მატოშინა.
სპექტაკლის მოკლე აღწერა:
ეს არის ნამუშევარი, სადაც ეტიუდების სახით არის ნაჩვენები ის შეხედულებები და პრობლემათა ნაწილი, რომელსაც ხედავენ მოზარდები სამყაროში და ზრდასრული ადამიანების ცხოვრებაში. ისინი თავისებური ხედვით გადმოცემენ, თუ რა აკლიათ მშობლებისაგან, თანატოლებისაგან, სამყაროსგან. ბოლოს ყველაფერი მიდის იქით, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია. სიტყვებით – „ჩვენ შეგვიძლია, შეგვიძლია“  – მთავრდება ეს ერთობლივი ნამუშევარი და მაყურებელს უტოვებს იმედს, რომ ყველაფერი შეიძლება გამოასწორო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები