თუშეთის 10 ციხე-სოფელს საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები ჩაუტარდება

თუშეთის 10 ციხე-სოფელს საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები ჩაუტარდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოები მოიცავს შემდეგ ციხე-სოფლებს:
ძველ დიკლოს, ძველ გირევს,  ჭონთიოს, ჰეღოს, აგეურთას, წაროს, კვავლოს, ფარსმას, დაქიურთას, ინდურთას.
სამუშაოები ითვალისწინებს: ცალკეული ნაგებობების სააღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას; დეტალურ ფოტოფიქსაციას; ტოპოგრაფიულ აგეგმვას; არქიტექტურულ-არქეოლოგიურ ანაზომებს; სახელოვნებათმცოდნეო, ისტორიული და არქეოლოგიური კვლევების მომზადებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები