კახა კალაძე: პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხზე ძალიან ბევრი კითხვა არსებობს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხზე ძალიან ბევრი კითხვა არსებობს.
რაც შეეხება შეწყალებების მხრივ შესაძლო კორუფციას, კალაძე აღნიშნულთან დაკავშირებით არ საუბრობს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა ითხვები არის.
„შეწყალებებს რაც შეეხება, ბევრი კითხვა არსებობს ამასთან დაკავშირებით. კორუფციას რაც შეეხება, გამიჭირდება ამაზე საუბარი, რადგან როგორც ვიცი, გამოძიება ამ მიმართულებით არ დაწყებულა, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი ანგარიშით წარსდგა.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილება ბოროტად არის გამოყენებული.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების მხრივ, სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს.
„პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი. პირველი, თეორიული ვარიანტი: უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია; მეორე – ეს არის კორუფცია – თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ; მესამე ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები