“დღეს პრეზიდენტი გაექცა დებატებს, იმიტომ, რომ მას, როგორც ჩანს, არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები, მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე”

„გუშინ საქართველოს პრეზიდენტი გაიქცა საქართველოს პარლამენტიდან,  გაექცა კითხვებს, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას. დღეს ის გაექცა დებატებს, იმიტომ, რომ მას, როგორც ჩანს, არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე”,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე პრეზიდენტის უარს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის შესახებ.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეს მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ პრეზიდენტს არ სურს საკუთარ საქმიანობაზე საუბარი და იჩენს უკიდურეს უპასუხისმგებლობას.

„მგონი, ვინც ადევნებს ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს, ვრცელი განმარტება მისთვის საჭირო არ არის. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან სამწუხაროა, გაიქცა საქართველოს პარლამენტიდან, გაექცა კითხვებს, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას. დღეს ის გაექცა დებატებს, იმიტომ, რომ მას, როგორც ჩანს, არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე, ამიტომ მან დღეს უარი თქვა ამ დებატებზე. ეს იმას მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ, რომ ხუთი წლის თავზე, როდესაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პრეზიდენტისა, რომ საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს თავისი საქმიანობის შესახებ, მას არ უნდა ამ თემაზე საუბარი და იჩენს უკიდურეს უპასუხისმგებლობას”,-განუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები