“როგორც იუსტიციის მინისტრს, მაქვს კითხვის ნიშნები, რა კრიტერიუმით იწყალებს პრეზიდენტი სხვადასხვა დამნაშავეს”

“მეც, როგორც იუსტიციის მინისტრს, მაქვს კითხვის ნიშნები, რა კრიტერიუმებით იწყალებს ის სხვადასხვა დამნაშავეს”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პრეზიდენტის შეწყალების კრიტერიუმების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების წესში შეტანილ ცვლილებები, რომლის თანახმადაც, გაადვილდა იმ პირების შეწყალება, რომლებიც სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში არიან და სხვადასხვა დანაშაულზე სასჯელს იხდიან, საქართველოს, როგორც კორუფციასთან წარმატებით მებრძოლ სახელმწიფოს, რეიტინგებში საერთაშორისო დონეზე არ აისახება.
„იმედს გამოვთქვამ, რომ პრეზიდენტის ამგვარი ცვლილებები, საქართველოს, როგორც კორუფციასთან წარმატებით მებრძოლ სახელმწიფოს, რეიტინგებში საერთაშორისო დონეზე არ აისახება და შესაბამისად, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო, როგორც სახელმწიფო, პრეზიდენტის ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო, არ დაზიანდეს. სხვა მხრივ, მეც როგორც იუსტიციის მინისტრს, მაქვს კითხვის ნიშნები, რა კრიტერიუმებით იწყალებს ის სხვადასხვა დამნაშავეს”, – განაცხდა წულუკიანმა.
მისივე თქმით, თუკი არსებობს, რაიმე კონკრეტული ფაქტები რომლის მიხედვითაც საჭიროა შეწყალების საკითხზე გამოძიება, ამის შესწავლა უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომენტარი გააკეთა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეწყალების პრაქტიკას მექანიზმების დახვეწა არ უშველის, ცალსახად ჩანს, რომ უფლებამოსილება ბოროტად არის გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები