დავით სერგეენკო: ნარკოპოლიტიკის გადახედვა ნარკოტიკის მიწოდების და მოთხოვნის, ანუ ზიანის შემცირებას გულისხმობს

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს აზრით, ნარკოპოლიტიკა გადასახედია. თუმცა, როგორც ის მიიჩნევს, ეს ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციას და ლიბერალიზაციას არ უნდა ნიშნავდეს. მისივე განმარტებით, ნარკოპოლიტიკის გადახედვა ნარკოტიკის მიწოდების და მოთხოვნის, ანუ ზიანის შემცირებას გულისხმობს.
„ნარკოპოლიტიკა, რა თქმა უნდა, უნდა გადაიხედოს, მაგრამ არა იმ სახით, რომელიც საზოგადოების ნაწილში არის გავრცელებული, რომ უკლებლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. ნარკოპოლიტიკის გადახედვა ნიშნავს, რომ შემცირდეს მიწოდება და შემცირდეს მოთხოვნა, ანუ ზიანი. ეს არის დედააზრი. უკვე იყო რამდენიმე ნაბიჯი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მარიხუანასთან დაკავშირებით, ახლა უკვე ფინალურ სტადიაში არის ახალი კანონპროექტი, რომელიც იმედია იმ სახით ამოქმედდება, რომ მთავარი ამოცანა შეამციროს, მიწოდების და მოთხოვნის შემცირება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები