“გირჩის” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს

“გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს. სამართალდამცავები მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. ანალოგიური ბრალდებით, გუშინ ორგანიზაციის კიდევ ორი წევრი დააკავეს.
„მასაც იგივე მუხლებით წარუდგინეს ბრალი, რაც გუშინ გირჩის სხვა ლიდერებს იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს. ეს არის 173-ე და 166-ე, მუხლი, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს,“ – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა.
სასამართლო „გირჩის“ წევრების საქმეს დღეს განიხილავს.
საუბარია გუშინდელ ინციდენტზე პოლიციასა და „გირჩის“ წევრებს შორის. ორგანიზაციის წევრებმა სამართალდამცავების მიერ ერთი პირის დაკავება გააპროტესტეს, რომელიც ნარკოშემოწმებაზე გადაყავდათ, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.
თბილისის საქალაქო სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება, თუმცა ადგილზე უკვე იკრიბებიან ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები