გიგა ბუკია პრეზიდენტზე: 5 წლის განმავლობაში მისგან მხოლოდ უპატივცემულობის გამომხატველი განცხადებები გვესმის

საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბუკია, დღეს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,ისე ბატონო დავით არც თქვენს მიმართ და არც პრეზიდენტის მიმართ ვაპირებდი ისეთი რამის თქმას, რომ გასაქცევად რომ გამხდარიყო საქმე… ძალიან არაორდინალურ სიტუაციაში ვართ, ბატონ პრეზიდენტს აქედან ამბის მიმტანიც არავინ დარჩა და იმედია მოუსმენს ჩვენს გამოსვლებს.

ჩვენი უფლება, მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. დებატები იმისაა რომ ოპოზიციამ-პოზიციამ, პარლამენტის წევრებს სხვადასხვა მოსაზრებები წარმოთქვან და თავიანთი პოზიციები დააფიქსირონ. ჩვენ, პოლიტიკაში მყოფ ადამიანებს, გვაქვს ეს ვალდებულება. ეს არის პოლიტიკური პროცესი და მე მიკვირს პრეზიდენტის ასეთი მიუღებლობა განსხვავებული აზრისა და პოზიციისადმი, მისი დამოკიდებულება და ემოციური გადაწყვეტილება. ვისურვებდი რომ ის დაბრუნდეს, რადგან ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, მით უფრო იმ ფონზე, როცა 5 წლის განმავლობაში მისგან მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი განცხადებები გვესმის. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვერცერთი ფაქტი ვერ იქნება დასახელებული იმის მაგალითად, რომ რომელიმე კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა თავისი ვადა ბოლომდე არ ამოწურა, ან რომელიმე საკონსტიტუციო ინსტიტუტსა და მის ხელმძღვანელობას მუშაობაში ხელი შეეშალა. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის შემაჯამებელი მოხსენება, რომელიც ძალიან მოკლე, მაგრამ უსაფუძვლო ბრალდებებით იყო გაჯერებული. საერთოდ არ მოგვისმენია მის მიერ დანახული მომავლის ხედვა. პრეზიდენტი კონსტიტუციის მიხედვით უნდა იყოს ობიექტური არბიტრი, გამაერთიანებელი.

სამწუხაროდ ეს თვისებები მას ვერ და არ აღმოაჩნდა. მან დღესაც გაიხსენა 2015 წელი, როცა ის მოუწოდებდა იმ პერიოდში კოალიციურ ერთობას, საკითხებზე სამსჯელოდ, თუმცა მისი მოწოდებები ისმოდა მხოლოდ მასმედიის საშუალებით. მას არასდროს ჰქონია სურვილი ყოფილიყო საქმიანი მსჯელობა, საქმიანი შეხვედრა და ხელისუფლებაში მყოფ ძალას, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საქმიან შეხვედრას სთხოვდა, მათ შორის დაკარგული ტერიტორიების საკითხის განსახილველად.

ხშირ შემთხვევაში ინსტიტუტის უპატივცემულობას იწვევს ის რომ პრეზიდენტი თავის შეფასებაში არ არის სამართლიანი და ობიექტური. როგორც მან შეაჯამა ბოლო ხუთი წელი, მეც ვეცდები მისი გამოსვლები შევაჯამო. პრეზიდენტის არაობიექტური არასამართლიანი შეფასებები გამოიხატა მაშინ, როცა ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებები განვახორციელეთ. იგი მუდმივად აპელირებდა რომ უარესდება კანონმდებლობა, საარჩევნო სისტემა და მთელი რიგი საკითხები იმ დროს როდესაც ვენეციის კომისია ცალსახად აფასებდა რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წინგადაგმული აბმნაბიჯი იყო. ამ დროს პრეზი მუდნმივად აპილიერებდა საკითხზე თითქოს საკონსტიტუციო ცვლიება იყო უკანგადაგმული ანბიჯი და პრეზიდენტის მიმართ წინააღმდეგობისათვის განხორციელებული საქმიანობა. ეს არ იყო სამართლიანი მიდგომა, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ როდესაც რომელიმე ინსტიტუტი არასამართლიან, არაობიექტურ განცხადებებს აკეთებს, საზოგადების, მოქალაქეების მხრიდან, იმ ინსტიტუტისა დ ა პიროვნების მიმართ გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულება იქმნება და ამ ინსტიტუტის მიერ უპატივცემულობა ყალიბდება. როდესაც არასწორ და არაადეკვატურ ინფორმაციას ავრცელებ, ბუნებრივია ეს სირთულეებს ქმნის. მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებში უარყოფით დამოკიდებულებაში მოიხსენიებ ქორწინების საკითხებს ან თუნდაც მიწის საკითხს, რა თქმა უნდა ეს საკითხები საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ უმრავლესობას ძალიან გვაწუხებს და აქედან გამომდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ კონსერვატორები მივესალმებოდით.

ბოლო დროს პრეზიდენტმა არაობიექტური და არასამართლიანი შენიშვნები გამოთქვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და აღნიშნა, რომ უწყება მას სტატისტიკურ მონაცემებს არ აწვდის. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ინფორმაცია მისთვის მოკლე ვადაში იქნებოდა ხელმისაწვდომი, თუ იგი ამ ინფორმაციას მოსთხოვდა შესაბამის უწყებას, თუმცა მას ამის სურვილიც არ გასჩენია, რადგან არ გრძნობდა პასუხისმგებლობას. იმაზე, თუ რა მოჰყვებოდა კრიმინალსა და მძიმე დანაშაულში მსჯავრდებუბლ ადამიანების გათავისუფლებას. როცა 9000 ადამიანია პატიმარი და ამ დროს 3600-ზე მეტ ადამიანს ათავისუფლებ, რა თქმა უნდა ქვეყანაში ეს ქმნის კრიმინალური მდგომარეობის გაზრდის საშიშროებას. ამის ანალიზი პრეზიდენტს არ გაუკეთებია, თუმცა პრეტენზიებს უყენებს ძალოვანებს, პროკურატურას, სასამართლოს. მაშინ, როცა ეს მთელი ინსტიტუცია, სასამართლო, პროკურატურა, შსს მუშაობს იმისთვის რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული და კრიმინალური მდგომარეობა იყოს მაქსიმალური კონტროლის ქვეშ, ჩვენი პრეზიდენტის შეფასეები ამ ინსტიტუტების უპატივცემულობაში გამოიხატება. პრეზიდენტმა პრეტენზია გამოთქვა ასევე საქართველოში მასმედიის მძიმე მდგომარეობაზე. ჩვენმა კოლეგემბა ნაციონალური მოძრაობიდან კი საერთოდ მეორედ მოსვლა დახატეს. მათი აზრით, მედია საერთოდ შეშინებული და გაჩერებულია.

მე უბრალოდ ინფორმაციისთვის მინდა ვთქვა რომ ეროვნული მაუწყებლობაა 2012 წლისთვის ახორციელებდა მხოლოდ 4 ტელევიზია, დღეს კი 21 ეროვნულ დონეზე მაუწყებელობს. თუნდაც ეს ციფრი გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად თავისუფალია მედია. პრეზიდენტი კი ამ შემთხვევაშიც, არ არის ობიექტური და სამართლიანი. მაშინ როდესაც რუსთავი2-ის გამო გვქონდა მკვეთრი განცხადებ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები