შალვა პაპუაშვილი: დემოკრატიის მთელი სიძლიერე იმაშია, რომ რაც არ უნდა რადიკალი ჯგუფები იყვნენ, საბოლოო ჯამში ხალხი მათ იძულებულს ხდის, დაემორჩილონ დემოკრატიული თამაშის წესებს

„მას შემდეგ, რაც გაუწბილდათ იმედები და ქართველი ხალხი არ დაემორჩილა ზეწოლას, რომელიც გარედან მოდიოდა და არჩევანი გააკეთა, ვხედავთ მცდელობას, რომ რამენაირად, არადემოკრატიული გზით, ძალადობრივად შეცვალონ ხელისუფლება,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გაუწბილდათ იმედები და ქართველი ხალხი არ დაემორჩილა ზეწოლას, რომელიც გარედან მოდიოდა და არჩევანი გააკეთა, ვხედავთ მცდელობას, რომ რამენაირად, არადემოკრატიული გზით, ძალადობრივად შეცვალონ ხელისუფლება.

„დემოკრატიის მთელი სიძლიერე იმაშია, რომ რაც არ უნდა რადიკალი ჯგუფები იყვნენ, საბოლოო ჯამში ხალხი მათ იძულებულს ხდის, დაემორჩილონ დემოკრატიული თამაშის წესებს. ნებისმიერი პარტიის, თუ პოლიტიკური ძალის ამოცანაა ხელისუფლების რაღაც დოზით მიღება და ერთადერთი გზა ამის არის არჩევნები. სურვილები და მცდელობები იყო, რომ ძალადობრივი გზით შეეცვალათ ხელისუფლება საქართველოში, მათ შორის გარედან ჩარევით. 26 ოქტომბრის არჩევნებამდეც ვიხილეთ წინასაარჩევნო პროცესში სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსის, თუ დიპლომატის უხეში ჩარევა. მას შემდეგ, რაც გაუწბილდათ იმედები და ქართველი ხალხი არ დაემორჩილა ზეწოლას, რომელიც გარედან მოდიოდა და არჩევანი გააკეთა, ვხედავთ მცდელობას, რომ რამენაირად, არადემოკრატიული გზით, ძალადობრივად შეცვალონ ხელისუფლება და დააბრუნონ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს დაემორჩილოს ხალხის ნებას, რომელიც არის დემოკრატია და არჩევნები – ერთადერთი გზა ხელისუფლებაში მოსვლისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები