შალვა პაპუაშვილი: პარტიის თავმჯდომარის საკითხი არის ყრილობის გადასაწყვეტი – პროცედურები დავიწყეთ და ვფიქრობ, ყრილობის მოწვევა მალე იქნება შესაძლებელი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყრილობის თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.

მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის საკითხი არის ყრილობის გადასაწყვეტი.

„არის პროცედურები, რომლის შედეგადაც ხდება ყრილობის მოწვევა, შემდეგ ყრილობაზე გადაწყვეტილებების მიღება. ყრილობის თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის. თუმცა, ჩვენ პროცედურები დავიწყეთ და ვფიქრობ, ყრილობის მოწვევა მალევე იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის საკითხს, ეს არის ყრილობის გადასაწყვეტი საკითხი, ამიტომ არასწორია, ამაზე წინასწარი კომენტარები გაკეთდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა. მან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები