ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაშავებული პოლიციელი შეიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შსს-ს ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შეიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს, მათივე ცნობით, მამაკაცი იმ დროს დაშავდა, როდესაც დამნაშავეს დაედევნა, რომელმაც ოქროს ბირჟა გაძარცვა.
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს მუცლის არეში ზედაპირული ჭრილობა ჰქონდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები