ჯუბა და ჯარჯი ჯანდიერის შემოქმედების პირველი კატალოგი

   28 იანვარს, 17 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცნობილი ქართველი მხატვრების ჯუბა და ჯარჯი ჯანდიერების კატალოგის „ფერწერა და გრაფიკა“ პრეზენტაცია გაიმართება. ამავე ღონისძიებაზე შედგება ფილმის „უკვდავი სულის შემოქმედი“ ჩვენება, რომელიც მხატვრების ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილეები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. კატალოგი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა, მხატვრების – ჯუბა და ჯარჯი ჯანდიერის შემოქმედების ამსახველი პირველი კატალოგია. მასში შესულია მხატვრების პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და აბსტრაქციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები