გაიცანით ბრიტანული იურიდული კომპანია JS Solicitor და მისი ქართველი პარტნიორი რუსლან უღრელიძე

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე იურიდიული კომპანია JS Solicitor სულ ახლახან აღმოვაჩინეთ. მიზეზი, რამაც თქვენთან მათ შესახებ საუბარი გადაგვაწყვეტინა, არაერთია. JS Solicitor იურიდიულ სფეროში 21-ე საუკუნის პირველივე წლებიდან გამოჩნდა და მას შემდეგ კლიენტებს კვალიფიციურ მომსახურებას უწევს, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ის გახლავთ, რომ კომპანიის ერთ-ერთი იურისტი ქართველია. რუსლან უღრელიძე JS Solicitor-ს 2016 წელს შეურთდა და მუშაობა ადამიანის უფლებების, ემიგრაციის და კომერციული საკითხების კუთხით დაიწყო. კომპანიის ერთადერთი ქართველი თანამშრომლისა და მის მიერ განვლილი გზის შესახებ ბევრი საინტერესო რამის მოყოლა შეიძლება, თუმცა ამაზე სხვა დროს გიამბობთ. მანამდე კი გეტყვით, რომ რამდენიმე თვის წინ, ის JS Solicitors-ის იურიდიული ოფისის ერთ-ერთ პარტნიორი გახდა.
დღესდღეობით, კომპანიის იურიდიული მომსახურება მთელი ბრიტანეთის მასშტაბით ვრცელდება. მეტიც, ის წარმატებით იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელთა საშუალებით, JS Solicitor-ის თანამშრომლები დისტანციურად აძლევენ რჩევებს ადამიანებს თბილისში საემიგრაციო საკითხების მიმართულებით და ასევე, წარმოადგენენ კომპანიას მსოფლიოს სხვა ქალაქებში, მაგალითად, ნიუ-იორკში, დავების მოგვარების კუთხით. აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანიაში მომუშავე ბევრი ადვოკატი საკმაოდ ადრეული პერიოდიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. ზოგიერთმა მათგანმა მოღვაწეობა 1985 წლიდან დაიწყო. კომერციული დავების გადაწყვეტის კუთხით, ისინი უდავოდ საუკეთესონი არიან და კომპანიის ერთ-ერთ წამყვან ძალას წარმოადგენენ.
JS Solicitors-ის 3 ფილიალიდან 2 ლონდონში მდებარეობს. კომპანიას, სხვადასხვა ქვეყანაში დავების საწარმოებლად, რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი – იურიდიული ბიურო – წარმოადგენს. ასე რომ, JS Solicitors ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან თუ სხვა ქვეყნებიდან გამორჩეულ პროფესიონალებს აერთიანებს. სწორედ ეს გუნდი მუშაობს შრომითი უფლებების დაცვის, კომერციული დავების თუ საემიგრაციო სფეროს მიმართულებით, რაშიც, შეიძლება ითქვას, რომ JS Solicitors-ის ადვოკატები, ფაქტობირვად, უკონკურენტონი არიან.
რადგანაც JS Solicitors-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საემიგრაციო სამართალია, კომპანიის თანამშროლები ემსახურებიან მრავალი ეროვნების მოქალაქეებს, რომლებიც, ამა თუ იმ ფორმით, საემიგრაციო კანონმდებლობას ექვემდებარებიან. მათ შორის, ბრიტანეთის მოქალაქეებსაც, რომლებსაც არაბრიტანელი ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავთ. JS Solicitors-ის იურიდიული მომსახურებით მრავალი ქართველიც სარგებლობს. ქართველი ემიგრანტები, ყველა სხვა არაევროპელი მოქალაქეების მსგავსად, ბრიტანეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ ბინადრობის ნებართვას საჭიროებენ, რაც ბრიტანეთის უმკაცრესი საემიგრაციო სისტემის პირობებში, არც თუ ისე იოლია, მით უმეტეს, რომ ევროკავშირთან მიმოსვლა ჯერ კიდევ თავისუფალია, რაც სხვა არაევროპელებზე ვიზების გაცემას ამცირებს.
BREXIT-ის ავკარგიანობის მიუხედავად, JS Solicitors არაევროპელი მოქალაქეებისთვის, მათ შორის, ქართველებისთვის პოზიტიურ ცვლილებებს ელოდება, რაც ათიათასობით სამუშაო ვიზის გაცემის პერსპექტივას წარმოქმნის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეები, ბინადრობისა და მუშაობის უფლების მიღებას, სავარაუდოდ, ერთნაირ პირობებში შეძლებენ. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ხსენებული საკითხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მთავრობების ეფექტიან მუშაობაზე და მიაჩნიათ, რომ საქართველოს ამ მიმართულებით მოლაპარაკებების დაწყების უნიკალური შანსი აქვს.
გლობალური კრიზისებისა და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული უკონტროლო მიგრაციის ფონზე, სახარბიელო მდგომარეობაში არც დიდი ბრიტანეთია. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი Jungle-ის სახელით ცნობილი ლტოლვილთა ბანაკია, რომელიც ერთი სურვილით გაერთიანებულ ათასობით ემიგრანტს მოიცავდა – მათ სურდათ, ნებისმიერი გზით შეეღწიათ ბრიტანეთში. უკვე რამდენიმე თვეა, ეს ბანაკი იმავე სახით აღარ ფუნქციონირებს, თუმცა, საზღვრის უკანონოდ გადმომკვეთთა რაოდენობა არ შემცირებულა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ის მიგრანტები, რომლებმაც საკუთარი უფლებები იციან, JS Solicitor-ის ადვოკატებისაგან ყოველთვის კვალიფიციურ რჩევებს იღებენ და მკაცრი საემიგრაციო ბრიტანული კანონების მიუხედავად, მათთან ერთად პოულობენ გამოსავალს.
ადამიანური ფაქტორი და მოქალაქეების დახმარება JS Solicitor-ის საქმიანობის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. კომპანია გულისხმიერებით ეკიდება კორპორაციული პასუხისმგებლობის სერვისს – pro bono – და ემიგრანტებისათვის, საემიგრაციო საკითხებზე (ადამიანის უფლებებზე, ოჯახთან შეერთება/გაერთიანებაზე, დაკავებისას არსებულ უფლებებზე, თავშესაფარსა და ლტოლვილობაზე, ევროპული ბინადრობის საკითხებზე და ა.შ.), უფასო სესიებს ატარებს. გარდა ამისა, კომპანია აპირებს თანამშრომლობას სახელმწიფო ორგანოებთან, რათა მოქალაქეებისთვის სამართლებრივი მხარდაჭერა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. ამრიგად, JS Solicitor საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას აქტიურად ეწევა. ის ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის და ცდილობს, იყოს კომპანია, რომლის იმედიც ყოველთვის უნდა გქონდეთ.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები