„არასდროს ვენდობი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს სააკაშვილთან კონსულტაციებზე დადიან”

ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, ცალსახად საუბარი იმაზე, ეყოლება თუ არა ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი და ვინ შეიძლება იყოს ის, რთული სათქმელია.
შესაბამისი კომენტარი დემურ გიორხელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„სულ ცოტა 5 თვეზე მეტია არჩევნებამდე დარჩენილი, ამიტომ ქართველების ძალიან ცვალებადი განწყობებიდან გამომდინარე, დღესაც კი შეუძლებელია პროგნოზირება. ვფიქრობ, რომ სექტემბრისათვის ნათელი გახდება ეს საკითხები“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
ექსპერტი ოპოზიციური ძალების მიერ „ღია პლატფორმის“ შექმნის ფაქტსაც გამოეხმაურა.
„არასდროს ვენდობი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციებზე დადიან და რაღაც კოორდინაციას აკეთებენ. ამ განწყობის პოლიტიკური ძალები წარსულში არიან დარჩენილები და ვფიქრობ, რომ სახელმწოფოს მომავალს არაფერში წაადგებიან“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ქართულმა ოპოზიციამ, რამდენიმე დღის წინ, ამსტერდამში გამართული შეხვედრაზე ,,ღია პლატფორმა“ შექმნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები