დავით ზურაბიშვილი: ოპოზიციის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერჯერობით არ ჩანს

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიცია ისეთ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს მოძებნიდა, რომელიც ხელისუფლების კანდიდატს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა.
შესაბამისი განცხადება ზურაბიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ასეთი კანდიდატი ჯერჯერობით არ ჩანს.
„სასურველი იქნებოდა მოძებნილიყო ისეთი კანდიდატი, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა, მაგრამ ეს საპირწონე ფიგურა ვერ იქნება მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ დომინირებით შექმნილი კანდიდატი. იმ გაერთიანებაში, რა გაერთიანებაც ჩვენ ვნახეთ, აშკარა დომინანტია მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, პრობლემაა ის, რომ ამომრჩეველი არის პოლარიზებული. საერთო კანდიდატი ჯერჯერობით არ ჩანს, ვერ წარმომიდგენია, რომ სააკაშვილის ფიგურის გარშემო მოხდეს რაღაცა გაერთიანება, ასე რომ, ამ პროცესს დიდი ოპტიმიზმით ვერ ვუყურებთ, თუმცა ვნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები“, -აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები