ვეს მიტჩელი: მქონდა პატივი, მარტში მესაუბრა პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც მომიწვია საქართველოში და რაც შეიძლებოდა სწრაფად ჩამოვედი

„მე მქონდა პატივი, მარტში მესაუბრა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან, რომელმაც მომიწვია საქართველოში ჩემთვის ხელსაყრელ დროს და მეც ჩამოვედი, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდა“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს გზას ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ.

„ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში – ქვეყანაში, რომელსაც მე დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდები და რომლითაც მოხიბლული ვარ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანო ამ ღონისძიების გახსნაში, რომელიც ეძღვნება საქართველოს ურთიერთობებს ნატო-სთან. ბოლო ორი დღე ბრიუსელში გავატარე სახელმწიფო მდივან პომპეოსთან ერთად, სადაც მონაწილეობა მივიღეთ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. შეხვედრების დროს მან ხაზგასმით აღნიშნა ის, რასაც მე დღეს აღვნიშნავ – ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მის გზაზე ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ”, – განაცხადა ვეს მიტჩელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები