გორის გამგებელი: სტალინის ძეგლის დადგმა მუნიციპალიტეტთან და საკრებულოსთან შეუთანხმებლად არ შეიძლება

გორის ცენტრში სტალინის ძეგლი საკრებულოსა და მუნიციპალიტეტთან შეუთანხმებლად უცნობმა პირებმა დადგეს – ამის შესახებ „კვირას“ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პაპუნა კობერიძემ განუცხადა. მისი თქმით, მან სტალინის ახალი ბიუსტის დადგმის შესახებ ინფორმაცია პრესსსამსახურიდან შეიტყო და მას თავად არ უნახავს.
„ვინ დადგა ძეგლი ჩემთვის, უცნობია, უნდა გავარკვიოთ. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ვითვალისწინებთ, მაგრამ არც გორის მუნიციპალიტეტთან და არც საკრებულოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. გავესაუბრები ზედამხედველობის სამსახურს და შევთანხმდებით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. შეიძლება ძეგლი ქალაქის იერსახეს არ შეესაბამებოდეს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ფაქტია, რომ ძეგლის დადგმა მუნიციპალიტეტთან და საკრებულოსთან შეუთანხმებლად არ შეიძლება“, – აღნიშნა პაპუნა კობერიძემ.
დღეს, გორის ცენტრში იოსებ სტალინის ბიუსტი დადგეს. ბიუსტი სწორედ იმ ადგილას დგას, სადაც სტალინის ძეგლი იყო აღმართული. გავრცელებული ინფორმაციით კი, სტალინის ძეგლი ევრაზიული კავშირის წევრებმა დადგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები