კახა კალაძე: გიორგი კვირიკაშვილის შეცვლა არ იგეგმება

გიორგი კვირიკაშვილის შეცვლა არ იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
“არანაირი შეცვლა არ იგეგმება. არ შეიცვლება გიორგი კვირიკაშვილი. ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ის გააგრძელებს თავის საქმიანობას წარმატებულად, როგორც დღემდე აგრძელებდა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დღეს გახდა ცნობილი საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და ის პარტია “ქართულ ოცნებას” უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები