რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 50 წლის სერგო დარბაიძე გაიტაცეს.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.
მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.