გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 55-ე შეხვედრა გაიმართა.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით სამართლიანობის აღსრულების საკითხს.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა IPRM-ის მონაწილეებთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების აუცილებლობის საკითხზე ისაუბრეს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა 2018 წლის 18 მაისს გაიმართება.