საჩხერის მუნიციპალიტეტში „მოდინახეს“ ციხის რესტავრაცია დაიწყო
მრავალი წლის შემდეგ საჩხერის მუნიციპალიტეტში „მოდინახეს“ ციხის რესტავრაცია დაიწყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მისასვლელი გზის გაწმენდა დასრულებულია. მიმდინარეობს რესტავრაციის წინა სამუშაოები. „მოდინახეს“ ციხის აღდგენას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” აფინანსებს.