აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. დღეიდან, მუნიციპალიტეტში, მობილიზებული იქნება 10 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა , შესაწამლი აგრეგატებით.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შეიწამლება და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, სოფლების ტერიტორიები,სიმინდის ფართობები, სადაც აუცილებელია სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება, ტყისპირა ზოლები „ მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით, რათა აღიკვეთოს ტყიდან მავნებლის გავრცელება დასახლებულ ტერიტროიებზე.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გეგმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ შტაბის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის რწმუნებულებს გააცნეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ღონისძიებების ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და კომპლექსური და კოორდინირებული მიდგომა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები