კულტურის მინისტრი პეკინის კინოფესტივალში გამარჯვებულ ქართველ კინემატოგრაფისტებს შეხვდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პეკინის კინოფესტივალიდან დაბრუნებულ გამარჯვებულ ქართველ კინემატოგრაფისტებს შეხვდა.
შეხვედრას ნატო მურვანიძე, ანა ურუშაძე, რამაზ იოსელიანი, ვლადიმერ კაჭარავა, მინდია ესაძე და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ პეკინის კინოფესტივალზე ქართულმა კინომ ნამდვილი ტრიუმფი მოახდინა და 10 ჯილდოდან, 4 მთავარი პრიზი მოიპოვა.დაჯილდოვების ცერემონიალს 250 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს.
საქართველო პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს და იგი ფესტივალზე – ყოველთვის ღირსეულად იყო წარმოდგენილი. შარშან კი ქართველმა კინემატოგრაფისტებმა, ისევე როგორც წელს, პეკინში 10 მთავარი ჯილდოდან 4 მოიპოვეს: კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის “ლუკა” გახდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლია კაპანაძე დააჯილდოვეს. ფილმს “სხვისი სახლი” ასევე 2 პრიზი ხვდა წილად – საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. რუსუდან გლურჯიძეს ჯილდო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა, რომელიც 2017 წელს პეკინის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები