ავარია ცხინვალში – მთვრალი პოლიციელი ორ ქალს შეეჯახა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის “შინაგან საქმეთა სამინისტროს” თანამშრომელი მანქანით ცხინვალის ცენტრში ორ ქალბატონს დაეჯახა. ალკოჰოლური ტესტის შედეგად დადგინდა, რომ 26 წლის სამართალდამცველი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
28 და 51 წლის ქალბატონები, რომლებიც ინციდენტის დროს გზას კვეთდნენ, მძიმე ტრავმებით სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
დამნაშავე სამართალდამცველი კი დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები