ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველები გაათავისუფლეს

სამდღიანი ტყვეობის შემდეგ, სოფელ ქერედან ოკუპანტების მიერ გატაცებული აკაკი მისირელი თავისუფალია და საქათველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
მისირელი ამჟამად შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაშია და სამართალდამცველებს მისი დაკავების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.
მისირელთან ერთად, გათავისუფლებულია კიდევ ერთი მოქალაქე, გორის მკვიდრი 31 წლის სოსო დვალიშვილი.
მისი დაკავების შესახებ მედიაში ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. ორივე დაკავებული ოკუპირებულ ცხინვალში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ, ჯარიმის გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები