,,ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100 წლისთავი” – ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნება

 24 აპრილს, 19:00 საათზე, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება გამოფენა – ,,ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100 წლისთავი”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოს – სეიმისა და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი გავიდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ამ თარიღის აღსანიშნავად მართავს ამ გამოფენას.
ღონისძიება ნაწილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი 2018 წელს ატარებს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ამიერკავკასიის სეიმისა და ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ არქივში დაცული მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ფოტოები.
გამოფენის გახსნის პარალელურად გაიმართება ვარშავის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალის -,,პრო გეორგიას” ახალი ნომრის წარდგენა გაიმართება.
ამავე დღეს, 16:00 საათზე, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი უმასპინძლებს საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ, პოლონურ-ქართული ისტორიკოსთა კომისიის მეორე საერთაშორისო კონფერენციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები