ახალი წიგნის: „გიორგი III” -ს წარდგენა და საჯარო ლექცია გაიმართება
26 აპრილს, 16:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ ახალი წიგნის, „გიორგი III” -ს წარდგენა და საჯარო ლექცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის – „ქართველი მეფეების“ ფარგლებში გიორგი III- ს მოღვაწეობის შესახებ ისაუბრებს პროექტის ხელმძღვანელი, ისტორიის პროფესორი – ჯაბა სამუშია.
წიგნის ავტორია პროფესორი ჯემალ სტეფნაძე,
მისამართი: კანდელაკის 7.