ზუგდიდში დადიანების ნიკოსეული სასახლის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდში დადიანების ნიკოსეული სასახლის სარესტავრაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს, შენობის ორივე სართულზე შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები და გარე ფასადის რეკონსტრუქცია.
სამუშაოებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ნიკოსეული სასახლის რესტავრაციის პროექტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ახორციელებს.
დადიანების სასახლეთა კომპლექსში შემავალი ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებში, არქიტექტორ ლეონიდ ვასილიევის მიერ აშენდა.
მუზეუმი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა დროულ რესტავრაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები