ვაშინგტონში ქართული ფილმის – „მონანიების“ ჩვენება გაიმართა
აშშ-ში, ჯონს ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა.
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სტუმრებმა იხილეს თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“, რომელიც 1987 წელს კანის ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა. დამსწრე აუდიტორიას გააცნეს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია.
ქართული ფილმის სერიები ვაშინგტონში არის საქართველოს საელჩოსა და ქართული ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი პროექტი. პროექტის ფარგლებში, საელჩო ყოველთვიურად აწყობს ქართული კლასიკური და თანამედროვე ფილმების ჩვენებას, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ღონისძიების ფარგლებში.