მანანა თოდაძის საიუბილეო საღამო გაიმართება და ვარსკვლავი გაიხსნება
27 აპრილს, 20:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ „ივერიის“ ყოფილი წევრის, მანანა თოდაძის საიუბილეო საღამო გაიმართება.
კულტურის პალატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საიუბილეო საღამოზე მანანა თოდაძე შეასრულებს სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან.
კონცერტის დასასრულ მომღერლის ვარსკვლავი გაიხსნება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროებში, ან ონლაინ.