თამარ შარაბიძე ნიკოლოზ ბარათაშვილზე ლექციას წაიკითხავს

25 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში თამარ შარაბიძის საჯარო ლექციას მასპინძლობს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციის თემაა ნიკოლოზ ბარათაშვილი. პოეტის ცხოვრების ის დეტალები, რომელიც აზრის სხვადასხვაობას იწვევს, კამათის და განხილვის საგანია. განსაკუთრებით, მისი მოღვაწეობის ის წლები, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ გაატარა.
მისამართი: ჩახრუხაძის 17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები