კულტურის მინისტრმა მუსიკისა და დრამის თეატრის ახალ შენობაში მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ახალ შენობაში (ყოფილი რკინიგზელთა კულტურის სახლი) მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით,  თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. #127-ში მდებარე შენობის (ყოფილი „რკინიგზელთა კულტურის სახლის’’) მასშტაბური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამუშაოები მოიცავს შენობა-ნაგებობის სრულ რესტავრაციას, ტექნიკური აღჭურვილობის მოწყობის საინჟირნო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პროექტის მიხედვით ტექნიკური აღჭურვისათვის საჭირო სამუშაოების ნაწილის განხორციელებას.
ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს სარემონტო – სარესტავრაციო სამუშაოები, თეატრის სცენა და მაყურებელთა დარბაზის აღჭურვისთვის საჭირო საპროექტო – საინჟინრო პროექტის მომზადება.
თეატრის ახალი შენობა 2019 წელს გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები