„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღების მოწინააღმდეგეები ტატუნაშვილის საქმეს ჩაეჭიდნენ“
“რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოში ბევრს არ მოსწონს, განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტელეარხ „დოჟდთან“ საუბრისას განაცხადა.
„რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოში ბევრს არ მოსწონს, განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ. არავის უკვირს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღების მოწინააღმდეგეები ტატუნაშვილის საქმეს ჩაეჭიდნენ, მაგრამ მიუხედავად საკმაოდ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციისა, რაც ამ სამწუხარო ინციდენტის გარშემო აგორდა, ორი ქვეყნის ურთიერთობებში გაუმჯობესების უკან დახევა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.