თემქაზე მეექვსე სართულიდან ახალგაზრდა გოგონა გადმოვარდა

თბილისში, თემქაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან, ახალგაზრდა გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, მიღებული ტრავმებით, გოგონა მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, არსებული ინფორმაციით ის კონტაქტური იყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები