ქვედა ჭალვანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შევიდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალვანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შევიდა. გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მიიღო, რომელიც საკანონმდებლო „მაცნეში“ გამოქვეყნდა.
ქვედა ჭალვანის ღვთისშობლის მიძინების სახელობის ეკლესია XIX – XX საუკუნეებით თარიღდება.