IBSU-ში განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-8 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-8 საერთაშორისო კონფერენცია (IRCEELT) მოეწყო, რომელიც განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას მიეძღვნა, მასში 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს  – ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს, რომლის მეშვეობითაც შეისწავლიან კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი 30-მდე სხვდასხვა ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, უნგრეთი, ესპანეთი, ლატვია, ფინეთი, ისრაელი, ბელორუსი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, მალაიზია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ომანი, ყატარი, ტაილანდი, ნიგერია, ალჟირი და განა.

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავენ საინტერესო თემებს:

  • განათლება (ისტორია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები)
  • სასწავლო გარემოს მენეჯმენტი
  • განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება
  • უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტურობა)
  • საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
  • ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა
  • ენა და კულტურა

ნაშრომები ქვეყნდება კონფერენციის ნარკვევებში (ISSN: 2298-0180). დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები