მუსიკოს ნანა მესხის ექსკლუზიური პროექტი – ,,მომღერალი მიმტანები“ უკვე სამი წლისაა

ანსამბლი „თეატრონი“

მუსიკოს ნანა მესხის ექსკლუზიური პროექტი – ,,მომღერალი მიმტანები“ უკვე სამი წლისაა.

ნანა მესხი

მუსიკოს ნანა მესხის ექსკლუზიური პროექტი ,,მომღერალი მიმტანები“ უკვე სამი წლისაა.

მუსიკალური პროექტის იდეა ევროპის ერთ-ერთ ქალაქში მოგზაურობისას დაიბადა, რომელმაც შექმნისთანავე მოიპოვა წარმატება და პოპულარულიც გახდა. ანსამბლ ,,თეატრონის“ მომღერლები მაიკო ხაჭაპურიძე, ხათუნა ჭაკნელიძე, მარიამ გოლიაძე, ნინი მამულაშვილი, რუსკა ტომარაძე და მათი ხელმძღვანელი ქალბატონი ლელა გოლიაძე რეპერტუარს მუდმივად ამდიდრებენ და მრავალფეროვნებას ჰმატებენ ამ მუსიკალურ პროექტს. ,,ჩემი სიმღერების შესრულებისას გავიცანი ეს გოგონები, მივხვდი, რომ ამ პროექტს სწორედ ესენი შეასხამდნენ ფრთებს და გააკთებდნენ ისე, როგორც მე წარმომედგინა“, – აღნიშნავს ქალბატონი ნანა მესხი. პროექტმა არსებობა დაიწყო და უკვე მათ რეპერტუარში ქართულთან ერთად არის სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნები, სერბული, აფრიკული, უკრაინული და ინგლისური სიმღერები. ანსამბლ ,,თეატრონის“ მომღერლები არიან პროფესიონალი მსახიობები და ვოკალისტები, რაც შეეხება მიმტანის პროფესიას, ეს მათ სპეციალურად პროექტისთვის შეისწავლეს. თითქმის ბრენდად ჩამოყალიბებული ნანა მესხის საავტორო მუსიკალური პროექტი არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი სტუმრებისგანაც დიდ მოწონებას იმსახურებს.

,,მომღერალი მიმტანები“ და ამ პროექტის ავტორი სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო და ლამაზ საღამოებს გეგმავენ.

მუსიკალური პროექტი, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდა ნანა მესხის ძალისხმევით, მსმენელის დიდ სიყვარულს იმსახურებს.

ხათუნა ბრეგვაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები