საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის დელეგაცია ეწვია

0

საქართველოს მთავარ პროკურატურას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ქართული გამოცდილების გაცნობის მიზნით, უკრაინის დელეგაცია ეწვია.
პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან უკრაინის იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული უშიშროებისა და სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უკრაინის ბავშვთა უფლებების ფონდის ექსპერტი, – მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მიღწეული შედეგები, ქართული მხარის გამოცდილება არასრულწლოვანთა ახალი მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავებასა და ამოქმედებაში, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, განრიდებისა და მედიაციის პროგრამები, ზოგადი სტატისტიკური მონაცემები, პროკურორების სპეციალიზაცია და მულტი-დისციპლინური საბჭოების დაარსება რეგიონებში.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების შემდგომი გაცვლის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი