„თანამედროვე ქართული ცხოვრების ასახვა კინოში“ – ლევან კოღუაშვილთან შეხვედრა გაიმართება

20 აპრილს, 20:30 საათზე, „წიგნის სახლი ბახტრიონზე“, კინორეჟისორ ლევან კოღუაშვილს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სალონური საუბრების ფარგლებში ამჯერად „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ ლევან კოღუაშვილს უმასპინძლებს. საუბრის თემაა – „თანამედროვე ქართული ცხოვრების ასახვა კინოში“.
ზოგადად კი, სალონური საუბრების ფარგლებში, საღამოები ტარდება სამშაბათს, პარასკევს და კვირას 20:30-დან – 22:30-მდე. მოწვეულნი არიან ხელოვნების და სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანები, ლიტერატორები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები.
საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, დატვირთილი დღის შემდეგ, მყუდრო გარემოში განიტვირთოს. მოისმინოს საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, სალონურ გარემოში მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

შეხვედრებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია.  ერთ საღამოზე დასწრების საფასურია 30 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები