საქართველოში „ევროვიზია 2018“-სადმი მიძღვნილი ფრანკოფონური სიმღერის კონკურსი გაიმართება

24 აპრილს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, „ევროვიზია 2018“-სადმი მიძღვნილი ფრანკოფონური სიმღერის კონკურსი გაიმართება. „ევროვიზიის“ ფინალი 12 მაისს ლისაბონში ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამარჯვებული მონაწილე სტუდენტი 12 მაისს გაემგზავრება ლისაბონში  „ევროვიზიის“ ფინალურ კონცერტზე დასაწრებად. გამარჯვებული მოსწავლე კი საჩუქრად მიიღებს ფრანგული ენის კურსის ერთ სესიას საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.
მონაწილეები ფრანგული მუსიკალური ჯგუფის Madame Monsieur-ის სიმღერა Mercy-ს შეასრულებენ, რომლითაც საფრანგეთი „ევროვიზია 2018“-ზე წარდგება.
სიმღერის კონკურსს საქართველოში საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ატარებს.
დასწრება თავისუფალია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები