„რა მოხდა სამხეცეში” – ედვარდ ოლბის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
21, 22 აპრილს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი და “თავისუფალი სივრცე” პრემიერას წარმოადგენს -ედვარდ ოლბის სპექტაკლი „რა მოხდა სამხეცეში” დაიდგმება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლს ედვარდ ოლბის იმავე სახელწოდების პიესა უდევს საფუძვლად. რეჟისორი მამუკა ტყემალაძე კი სპექტაკლის სრულიად განსხვავებულ ვერსიას წარმოადგენს, ახალი სცენოგრაფიითა და მუსიკით.
სპექტაკლი მარტოობა, სოციალური უთანასწორობა და კომერციული სამყაროს დეჰუმანიზაცია.
სპექტაკლის კოსტიუმების მხატვარი ტატიანა ალმონდია, მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძეს ეკუთვნის, ტექნიკური რეჟისურა თამარ სესიაშვილს, ხოლო მხატვარი ანდრეი კოვოლიოვია.
მონაწილეობენ – მალხაზ აბულაძე, ნიკა წერედიანი.