ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული თამაზ ილურიძე გაათავისუფლეს
სოფელ ფლავისმანის ტერიტორიიდან, ოკუპანტების მიერ გატაცებული ადგილობრივი მცხოვრები თამაზ ილურიძე გაათავისუფლეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ფლავისმანის მკვიდრი, 50 წლის თამაზ ილურიძე გუშინ დააკავეს. ილურიძე, თანასოფლელ გელა გიუნაშვილთან ერთად, პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ის დააკავეს, გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.