„თბილისის მოდის კვირეულის“ გახსნის ცერემონიალზე მედეა ჯაფარიძეს გაიხსენებენ

19 აპრილს, თბილისის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ბაღი მიღებას უმასპინძლებს, რომელიც მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „თბილისის მოდის კვირეული“ ტრადიციას არ ცვლის და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს.  გაცოცხლდება კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“.
„თბილისის მოდის კვირეული“, ტრადიციისამებრ, გახსნის დღეს მედეა ჯაფარიძეს გაიხსენებს.
„თბილისის მოდის კვირეულის“ მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება.
2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს.
კვირეულის 4-დღიანი პროგრამა მოიცავს 20-მდე ღონისძიებას, მათ შორის ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები