„ინტერპრეტაციები, რომლებიც პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერას მოჰყვა აცდენილი იყო რეალობას“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ის ინტერპრეტაციები, რომლებიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძის მიმოწერას მოჰყვა, რეალობას აცდენილია.
შესაბამისი შეფასება ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„მეც ვარ უმრავლესობის წევრი, შესაბამისად ამ მიმოწერასაც ვიცნობ და მინდა ვთქვა, რომ ის ინტერპრეტაცია, რომელებიც ამ მიმოწერას მოჰყვა სრულიად აცდენილი იყო რეალობას. ჩვენ ველოდებით უმრავლესობის შეხვედრას, სადაც ის პრობლემური საკითხები რაც არსებობს უმრავლესობაში, უნდა განვიხილავთ და მსურს, რომ დღეს ამ თემაზე მეტი კომენტარი არ გავაკეთო, რადგან შესაძლოა, ამასაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოჰყვეს, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, საქმე ეხება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოწერას, სადაც, სავარაუდოდ, გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობაში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს სწერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები