გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი „რთულ“ პარტნიორად მოიხსენია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მაასის განცხადებით, ბოლო დროს რუსეთთან თანამშრომლობა გართულდა, თუმცა, ბერლინი კვლავაც გააგრძელებს მოსკოვთან დიალოგის წარმოებას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოსკოვს, სირიის საკითხზე უფრო კონსტრუქციული მიდგომის შემუშავებისკენაც მოუწოდა. „ბოლო დროს რუსეთი რთული პარტნიორი გახდა“ , – განაცხადა მაასმა და აღნიშნა, რომ სირიის კონფლიქტის გადაჭრა რუსეთის გარეშე შეუძლებელია. მან მთავარ მიზნად სირიაში ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესაძლებლობა, გარდამავალი მთავრობის ფორმირება და ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმისა და არჩევნების ჩატარება დაასახელა.მაასმა ტელეარხ ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის გადაჭრის ყველა მცდელობა გაეროს ეგიდით უნდა ხორციელდებოდეს, თუმცა რუსეთმა დაბლოკა 12 რეზოლუცია და ახლა ის ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობენ პროცესში, ახალ ფორმატს ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები