„FBI”-ს ყოფილი ხელმძღვანელი ტრამპზე არსებულ კომპრომატებზე ალაპარაკდა

„FBI”-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯეიმს კოუმიმ, ABC News-თან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, გარკვეული კომპრომატები ჰქონდეს.
„ეს სრულიად შესაძლებელია“- განაცხადა კოუმიმ, როდესაც ჟურნალისტმა მას, ტრამპის მიმართ, რუსეთის ხელთ არსებული კომპრომატების შესახებ კითხვა დაუსვა.
„არ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს მოსაზრება ლოგიკასთან ახლოს არაა, თუმცა ვერც მტკიცებით ფორმაში შევძლებ განვაცხადო, რომ კონკრეტული ინფორმაცია მაქვს ამის შესახებ“- აღნიშნა კოუმიმ ჟურნალისტთან საუბრისას.
ტელეარხის ინტერვიუ კოუმისთან, მისი მემუარების გამოსვლას, წინ უსწრებდა. წიგნი მკითხველებისთვის 17 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები