პუტინმა და ერდოღანმა სირიის საკითხზე ისაუბრეს
ამერიკისა და მისი მოკავშირეების მიერ სირიის დაბომბვის შემდეგ, ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გუშინ შედგა. საუბრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სირიის კრიზისიდან გამოსავალ გზას ერთად შეიმუშავებდნენ.
ცნობილია, რომ ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის ქალაქ დამასკოში მდებარე ბარზას კვლევისა და განვითარების ცენტრი და ქალაქ ჰომში მდებარე ქიმიური იარაღის კომპლექსი 76 რაკეტით დაბომბეს. კრემლის წარმომადგენლის განცხადებით, მომხდარის გათვალისწინებით, რუსეთი და თურქეთი შეეცდებიან ამ საკითხს უფრო კონსტრუქციულად მიუდგნენ, რომ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.
საყურადღებოა, რომ თურქეთი და აშშ დიდი ხნის მოკავშირეები არიან და სირიასთან მიმართებაში, ხშირად ერთობლივად მოქმედებენ.