სირიის ქალაქ ალეპოს შემოგარენში, ირანულ სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

სირიის ქალაქ ალეპოს შემოგარენში არსებულ ირანულ სამხედრო ბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა ირანის სამხედრო ბაზაზე, რომელიც სირიის ქალაქ ალეპოს სიახლოვეს იყო განთავსებული.

„აფეთქების ლოკაცია და ბაზის მდებარეობა ერთმანეთს ემთხვევა“, – აცხადებენ ადგილზე.

ჯერჯერობით დადგენილი არაა აფეთქების გამომწვევი მიზეზები. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, ბაზის თავზე მფრინავი აპარატი შეამჩნიეს. განიხილება საავიაციო დარტყმის ალბათობაც. ცნობილია, რომ სამხედრო ბაზაზე ცოცხალი ძალის ევაკუირება უკვე განხორციელებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები