“თალიბანის” მებრძოლებმა ავღანეთში 4 პოლიციელი მოკლეს

რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ მებრძოლებმა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თავდასხმის შედეგად, 4 ავღანელი პოლიციელი მოკლეს, 5 კი დაჭრილია.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ღანზის პროვინციის ჯაგატუს რაიონში მოხდა.

ბოლო თვეებში, ავღანეთის პროვინციებში მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ქვეყანაში პოზიციები გამყარებული აქვს „ისლამურ სახელმწიფოს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები