ისრაელი-ღაზას სექტორის სიახლოვეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მსხვერპლია
ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის შეტაკება მოხდა. შედეგად, გარდაცვლილია ერთი პალესტინელი, ხოლო 200-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საზღვართან პალესტინელებმა ებრაელი ჯარისკაცების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები და სხვა ფეთქებადი საშუალებები გამოიყენეს. პალესტინის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით ებრაელმა ჯარისკაცებმა ადგილზე შეკრებილი პალესტინელების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, ერთ გარდაიცვალა, ხოლო 220-მა ადამიანმა დაზიანებები მიიღო.
ებრაული მხარის მტკიცებით, აქციის მონაწილეები პირდაპირ იერიშზე გადმოვიდნენ, რის გამოც ებრაელმა ჯარისკაცებმა პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები მიიღეს, კერძოდ, სპეციალური ტყვიები გამოიყენეს და ცეცხლსასროლიდან არსებული რეგულაციების მიხედვით გაისროლეს.
პალესტინელები ადმინისტრაციულ საზღვარზე საპროტესტო აქციას მართავდნენ, რომელსაც „დაბრუნების დიდი მარში“ უწოდეს. აქციის ფარგლებში, პალესტინელები თავიანთი საცხოვრებლის და მიწების დაბრუნებას ითხოვდნენ, რაც ამჟამად ისრაელის ტერიტორიაა.